კომერციული დირექტორი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსური, მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით.
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და შესრულების კონტროლი.
- კომპანიის კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების დაგეგმვა და დელეგირება.
- პროდუქციის გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე.
- პროდუქციის გაყიდვებისა და ბაზრის მიმდინარე ტენდენციების მუდმივი ანალიზი.
- პარტნიორ კომპანიებთან პროცესების კოორდინირება და კონტროლი.
- კლიენტთა ბაზის გაფართოება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
- ახალი პროდუქციის შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციების გაზიარება.
- დაქვემდებარებული სამსახურების/თანამშრომლების მართვა, დავალებების დელეგირება, შეფასება, მოტივაცია და კონტროლი.
- კომპანიის კონფიდენციალური პოლიტიკის მკაცრად დაცვა.
- კომპანიის ხელმძღვანელობასთან პერიოდული რეპორტინგი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
მისამართი: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი #110ა, ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.