რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი- მახინჯაური
მზიური გარდენსი - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატებს რეცეფციონისტის/ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება; ** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა; ** ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking, Airbnb და სხვა); ** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერა; ** პრობლემური საკითხების ეფექტური და დროული გადაჭრა; ** ადმინისტრაციული პროცესების კონტროლი. რას ველით კანდიდატისგან: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** უცხო ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე (ორი ან მეტი ენა — უპირატესობა); ** კომუნიკაბელურობა და სტუმართმოყვარეობა; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. რას გთავაზობთ ჩვენ: ** მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** სტაბილურ დასაქმებას; ** პროფესიული და პირადი განვითარების შესაძლებლობას. ლოკაცია: მახინჯაური სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა (2/2)