ადმინისტრატორი- ბათუმი — ელთ ბიზნეს ჯგუფი

ელთ ბიზნეს ჯგუფი — ლოგო
ელთ ბიზნეს ჯგუფი

ადმინისტრატორი- ბათუმი

₾1300 ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია " იელთი ჯგუფი " აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას აპარტ-სასტუმროში. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება; ** ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი; ** გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი; ** ჯავშნების მიღება; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; ** სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა; ** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან. საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა; ** კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ფიზიკურად შრომის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას. სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში 2/2 გრაფიკი 12 საათიანი სამუშაო დრო (მოიცავს საღამოს ცვლას) ანაზღაურება: 1300 ლარი ლოკაცია: ქ. ბათუმი