ადმინისტრატორი- ყაზბეგი — დიენთი ჯგუფი

დიენთი ჯგუფი

ადმინისტრატორი- ყაზბეგი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

DNT Group სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი მენეჯმენტ-კომპანიაა, რომლის მთავარი მისია სასტუმროების პოტენციალის მაქსიმიზაციაა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი სტანდარტების საფუძველზე, კომპანია წარმატებით მართავს სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებს საქართველოს მასშტაბით. DNT Group აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში, კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სასტუმროში. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და კომუნიკაბელური ადამიანი, გსურს დინამიკურ გარემოში მუშაობა და პროფესიული განვითარება — შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება და ინფორმაციის მიწოდება; ** ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა; ** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის წარმოება; ** დოკუმენტაციისა და საოპერაციო ინფორმაციის მოწესრიგება; ** სტუმრების მოთხოვნებისა და მიმდინარე საკითხების ეფექტურად მართვა; ** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ გუნდს; ** განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** სამუშაო ადგილზე კვებით უზრუნველყოფას. ლოკაცია: თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქუჩა #22