ღამის ადმინისტრატორი
ორთაჭალში მდებარე, 24 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო, " Reed Hotel Tbilisi " აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქუჩა 15 ლოკაციის ლინკი: https://g.co/kgs/YaR4pv სამუშაო დღეები: ორი ღამე მუშაობთ, ორი ღამე ისვენებთ სამუშაო საათები: 21:00-09:00 ბენეფიტები: კვება + დაზღვევა ანაზღაურება: 1100ლ + ბონუსი მიმღების ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქციები ** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა. ** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით. ** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით, ასევე სასტუმროს ვებგვერდის მეშვეობით. ** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე. ** სასტუმროს ფასების და სერვისების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. ** შემოსული სატელეფონო ზარების, ელფოსტის, სხვა შეტყობინებების მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს: ** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. ** დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მისასალმებელია. ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.