სერვის მენეჯერი
" Unfound Door - Design Hotel " აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სერვისის მიმართულების ეფექტური მართვა და კოორდინირება ** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა და სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდების მიზნით შესაბამისი განხილვების ინიცირება ** გუნდის მოტივაციის ამაღლება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა. ** სტუმრების მიღების და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა; ** სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნველყოფა; ** სივრცის გამართულობის უზრუნველყოფა; ** საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება; ** ჯავშნების მონიტორინგი; ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად კომუნიკაციის უნარი პიროვნული თვისებები: ** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა ** კომუნიკაბელურობა ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. ** დაზღვევას