მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge-ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.
კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
რისი კეთება მოგიწევს:- შემომავალ ზარებზე პასუხი, საჭიროებისამებრ შესაბამის განყოფილებასთან დროული გადამისამართება;
- მომხმარებელთათვის მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
- კომპანიის ვებ-გვერდებზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა და მომხმარებლისთვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
- პრობლემური შემთხვევების ეფექტური მართვა;
- პარტნიორი საკურიერო კომპანიასთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მოძიება და მომხმარებლის ინფორმირება.
- იყო სტუდენტის ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება
- მომსახურების სფეროში, ქოლ-ცენტრში/მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
- გამართული მეტყველება/წერილობითი კომუნიკაცია
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
- მეგობრულ, პროფესიონალურ გარემოსა და საინტერესო სამუშაო პროცესს;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;