მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი — Fitnet

Fitnet

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

₾1100.0 ადგილზე სრული განაკვეთი

Fitnet აფართოებს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რათა უზრუნველყოს მომხმარებელზე ორიენტირებული, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება რამდენიმე ელექტრონული კომერციის ბრენდისთვის. როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი , შენ იქნები ჩვენი ბრენდის ხმა, სახე და მთავარი საკომუნიკაციო წარმომადგენელი. იმუშავებ მომხმარებლებთან ზარების, ელფოსტის, ჩატის და სოციალური მედიის არხების მეშვეობით. იმუშავებ მრავალსაფეხურიან მხარდაჭერის სისტემაში და ითანამშრომლებ სხვადასხვა დონის (Tier 1 და Tier 2) სპეციალისტებთან, რათა მომხმარებლის მოთხოვნები დროულად და ეფექტურად დამუშავდეს. რას გააკეთებ: კომუნიკაცია მომხმარებელთან: ** უპასუხებ შემომავალ ზარებს სწრაფად და პროფესიონალურად ** განახორციელებ გამავალ ზარებს (კმაყოფილების კვლევა, შეკვეთების შემოწმება და სხვ.) ** უპასუხებ ელფოსტებს განსაზღვრულ დროში (SLA) ** მართავ ლაივ ჩატს და ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელს ** უპასუხებ სოციალურ ქსელებში შეტყობინებებს (Facebook, Instagram და სხვ.) პრობლემების გადაწყვეტა: ** გადაწყვეტ Tier 1 ტიპის პრობლემებს (შეკვეთის სტატუსი, მიწოდება, დაბრუნება, თანხის დაბრუნება და სხვ.) ** რთულ შემთხვევებს გადამისამართება Tier 2 გუნდთან ** ყველა კომუნიკაციას დააფიქსირებ სისტემაში ** იმუშავებ ბრენდის წესებისა და სკრიპტების მიხედვით გუნდური მუშაობა და ხარისხი: ** მუდმივად განაახლებ ცოდნას პროდუქტებზე და პოლიტიკებზე ** მიიღებ მონაწილეობას გუნდურ შეხვედრებსა და ტრენინგებში ** მუდმივად იქნები ჩართული პროცესების გაუმჯობესებაში სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები: 09:00-21:00 ** ცვლა A - 09:00-18:00 (შესვენება 13:00-14:00) ** ცვლა B - 12:00-21:00 (შესვენება 16:00-17:00) ** კვირაში 2 დასვენების დღე რას ვეძებთ: მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა ** მრავალ არხზე მუშაობის გამოცდილება ** ძლიერი წერითი და კომუნიკაციის უნარი ** მზადყოფნა ცვლებში მუშაობისთვის (შაბათ-კვირის ჩათვლით) პიროვნული თვისებები: ** გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი ** სხვადასხვა დავალებასთან ერთდროულად მუშაობის უნარი რას გთავაზობთ: ** კონკურენტული ხელფასი + ბონუსი ** კარიერული ზრდა ** ტრენინგები და განვითარება ** მეგობრული სამუშაო გარემო ანაზღაურება: 1100 ლარი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ