Pick-up კურიერი
" Citrus.ge " - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge-ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან. კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას Pick-up კურიერის პოზიციაზე. რისი კეთება მოგიწევს: ** შესყიდული ნივთების სიის მიხედვით პროდუქციის ოფისში/საწყობში ტრანსპორტირება; ** მომხმარებლებთან შეკვეთების მიწოდება წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე და მომხმარებლებთან ნივთების ჩაბარებისას შესაბამისი ანგარიშსწორების უზრუნველყოფა (ნაღდი/უნაღდო) ** შესყიდული პროდუქციის რაოდენობის გადამოწმება/გადათვლა საწყობში ტრანსპორტირებამდე; ** შესყიდული პროდუქციის ქვითრების და ასატვირთი ზედნადებების კონტროლი, წარმოდგენა ფინანსურ დეპარტამენტთან საჭიროების შემთხვევაში; ** საწყობის თანამშრომლებისთვის შესყიდული ნივთების გადაბარება; კერძოდ პროდუქციის გადათვლა შესაბამისი რეესტრის მიხედვით; ** წუნდებული და შესაკეთებელი პროდუქციის ტრანსპორტირება ოფისში/საწყობში; ** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხელმძღვანელთან რეპორტინგი: ჩეკების ამოღება, შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება. რისი ცოდნა დაგჭირდება: ** მართვის მოწმობის B კატეგორია; ** მანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა. საჭირო უნარები: ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება; ** პრობლემების გადაჭრის უნარი. სამუშო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ლილო, გიორგი ჩიკვაიძის ქუჩა I ჩიხი; ** სამუშაო განაკვეთი: სრული. ჩვენ ასევე გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით; ** სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;