გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთ. სამსახურის სპეციალისტი — კავკასიის ეკოსისტემა

კავკასიის ეკოსისტემა — ლოგო
კავკასიის ეკოსისტემა

გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთ. სამსახურის სპეციალისტი

შეთანხმებით თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ. დამსაქმებელი კომპანია: შპს " კავკასიის ეკოსისტემა ", http://www.cesystem.ge (ძირითადი დამსაქმებელი) http://www.orkin.ge ჰოლდინგი კომპანია: შპს "საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი", http://www.invserv.ge პოზიცია: გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი პირობები და სხვა დეტალები: ** გრაფიკი: სრული განაკვეთი ** ანაზღაურება/პირობები: რეზიუმეს, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით ** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორაციული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N71. გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა აღწერილობა და პასუხისმგებლობები: ** პოტენციურ მყიდველებთან ზარები, შეთავაზების გაგზავნა და შემდეგი მოკითხვა შეხსენება მეილის და ზეპირი კომუნიკაციით; ** გაყიდული საქონლის ადგილზე მიტანის კოორდინირება/დაგეგმვა, გადამოწმება; ** გაყიდული პროდუქციისათვის ინვოისების მომზადება და დამკვეთთან გადაგზავნა; ** პროსპექტინგი (პოტენციური მყიდველების ბაზაზე მუშაობა) ** გაყიდვების, შეთავაზებების ფაილის წარმოება (Sales Pipeline დღიურის წარმოება). ** შემოსული მომართვების/ზარების/რეფერალების დამუშავება და მათზე რეაგირება; ** დებიტორებთან ურთიერთობა საჭიროების შესაბამისად; ** სასაქონლო-სარეალიზაციო მარაგების ბაზის კონტროლი; ** გაყიდვების სტატისტიკური ანალიზი; ** წელიწადში ორჯერ წლის პროგნოზის მომზადება და შემდეგ მისი კონტროლი; ** პროდუქტის კატალოგზე, აღწერილობაზე და განფასებაზე მუშაობა; ** შემოსავლის ბაზაზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაზიარება ბუღალტერიასთან; ** არსებულ რეგულარულ მყიდველებთან ურთიერთობა; ** ადმინისტრაციული საქმის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, სხვა) სათანადო ცოდნა; ** სასურველია მინიმალური (დამწყები) გამოცდილება რელევანტურ სფეროში; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია! ** ** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი; ** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ** პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ** უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი; ** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს; ** კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი; ** კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება; ** საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდა უნდოდეს რომ მოისმინოს, გაუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე; ** კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად; ** აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ