მიწოდების სუპერვაიზერი — ბლექ სი დისთრიბუშენი

ბლექ სი დისთრიბუშენი

მიწოდების სუპერვაიზერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია " ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სუპერვაიზერის პოზიციაზე (მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტი). ** მდებარეობა: ქ. თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** უშუალო ხელმძღვანელი: მიწოდების მენეჯერი ფუნქცია-მოვალეობები: მარშრუტების დაგეგმვა და მიწოდების შესრულება: ** ყოველდღიური მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია შეკვეთების რაოდენობის, დროის ფანჯრებისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით; ** მიწოდების მიმდინარეობის მონიტორინგი რეალურ დროში, დაგვიანებების პრევენცია ან მათი სწრაფი და ეფექტური გადაჭრა; ** მჭიდრო კოორდინაცია ოპერატორებთან, საწყობისა და გაყიდვების გუნდთან ტრანსპორტის დროული დატვირთვისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. გუნდის მართვა: ** მძღოლებისა და დამხმარეების გუნდის ყოველდღიური მართვა, მხარდაჭერა და მონიტორინგი; ** ყოველდღიური ბრიფინგების ჩატარება, მარშრუტების გადაცემა და დღის ბოლოს მიღწეული შედეგების განხილვა; ** გუნდში დისციპლინის, პუნქტუალურობისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება; ** გუნდის წევრების ტრენინგი, მოტივაცია და მათი სამუშაო ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესება. დაბრუნების პროცესების მართვა: ** მომხმარებლებისგან საწყობში დაბრუნებული პროდუქციის პროცესის სრული მართვა; ** დაბრუნებული საქონლის სწორად დოკუმენტირება, მარკირება და ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება მარაგების ან ხარისხის კონტროლის ჯგუფისთვის. ანაზღაურება და შესრულების აღრიცხვა: ** გუნდის თითოეული წევრის ყოველდღიური შესრულების ინდიკატორების (მიწოდებების რაოდენობა, დაგვიანებები, დაბრუნებები და სხვა) აღრიცხვა; ** ინდივიდუალური ბონუსებისა და დამატებითი ანაზღაურების გათვლა თანამშრომელთა შესრულების, გადატვირთულობის ან გეგმის გადაჭარბების მიხედვით; ** ანაზღაურების შესახებ გამჭვირვალე და საფუძვლიანი ჩანაწერების წარმოება და ინფორმაციის დროული მიწოდება HR-ისა და ბუღალტერიისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მიწოდების, ტრანსპორტირების ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ/სუპერვაიზერულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად); ** მარშრუტების დაგეგმვის სისტემებთან (ხელით ან ავტომატიზებულ პროგრამებში) მუშაობის გამოცდილება; ** Microsoft Excel-ის ან მსგავსი საოფისე ინსტრუმენტების საბაზისო დონეზე ცოდნა; ** ძირითადი ანალიტიკური და მათემატიკური უნარები (შესრულებული სამუშაოსა და ბონუსების აღრიცხვისთვის); ** დაბრუნებული პროდუქციის მართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** ძლიერი ლიდერული, მენეჯერული და კომუნიკაციური უნარები; ** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი.