იმპორტის სპეციალისტი — Super

Super — ლოგო
Super

იმპორტის სპეციალისტი

₾2500.0 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"სუპერი " საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://superstore.ge/ მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს იმპორტის სპეციალისტის თანამდებობაზე ვეძებთ. ვაკანტური თანამდებობის შესახებ: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის №1 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება) ** ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული ** ანაზღაურების ოდენობა: 2500 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი) ** რაოდენობა: 1 (ერთი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, რომელთა შესრულებაშიც ჩაერთვება იმპორტის სპეციალისტი: ** იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა; ** საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა და პროცესების კონტროლი; ** მოთხოვნის შესაბამისად ტრანსპორტირების ტიპის (სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო) განსაზღვრა; ** ტრანსპორტიორი კომპანიების მოძიება/არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება: ტარიფებისა და სხვა არსებითი პირობების გამოკითხვა; ** ტრანსპორტირების პროცესის დაგეგმვა: ოპტიმალური მარშუტის განსაზღვრა, დატვირთვის პირობების გათვალისწინება; ** ტვირთის დაზღვევის უზრუნველყოფა; ** ტრანსპორტირების პროცესის მუდმივი კონტროლი: მიწოდების ვადები, ადგილმდებარეობა და სხვ. მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტის სპეციალისტი: ** იდენტური მიმართულებით მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა მომწოდებლებთან საკომუნიკაციოდ; ** Microsoft Office-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა გუნდის წევრს ვთავაზობთ: ** კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას იდენტურ სტრუქტურულ ერთეულში/მიმართულებით; ** კომპანია "სუპერის" პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას