ლოჯისტიკის მენეჯერი
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/ ძირითადი მოვალეობები: ** იმპორტის პროცესის ორგანიზება და სრული კოორდინაცია (მომწოდებლებთან, გადამზიდავებთან, საბაჟო ბროკერებთან ურთიერთობა); ** გადაზიდვის დოკუმენტაციის სრული კონტროლი და სიზუსტის უზრუნველყოფა; ** გადაზიდვების პროცესის მონიტორინგი საწყისი ეტაპიდან საბოლოო მიწოდებამდე; ** დოკუმენტაციის საფუძველზე ტვირთის აღრიცხვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება Excel-ში; ** ტრანსპორტირების ვადებისა და ხარჯების კონტროლი; ** შესყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ პროცესებში (კომერციული შეთავაზებების მიღება, ფასების შედარება, მონაცემების დამუშავება); ** ადმინისტრაციული მხარდაჭერა (კანცელარია, საოფისე მარაგები, დოკუმენტების გაცემა/მიღება) აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ლოჯისტიკის მიმართულებით მცირე გამოცდილებაც ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** Fitpass სარგებლობის შესაძლებლობას; ** კვების თანადაფინანსებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7 ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾ , საგამოცდო პერიოდის შემდეგ - 1500 ₾