მძღოლ-დისტრიბუტორი - B კატეგორია — ბლექ სი დისთრიბუშენი

ბლექ სი დისთრიბუშენი

მძღოლ-დისტრიბუტორი - B კატეგორია

₾1600.0 აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

  • მდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია (მექანიკა)
  • ანაზღაურება: 1200-1600
ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაფორმებული შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის მიღება, გადამოწმება და ტრანსპორტირება მითითებულ მარშრუტებზე;
  • პროდუქციის მიღებისას სასაქონლო ზედნადებში მითითებული მონაცემების სისწორის (ცალობრივი რაოდენობა, ნიშნები, ნომრები) გადამოწმება;
  • პროდუქციისა და მისი შეფუთვის ვიზუალური შემოწმება, შესაძლო დაზიანებების იდენტიფიცირება, საერთო წონისა და შიგთავსის კონტროლი;
  • მითითებულ მარშრუტზე, დათქმულ დროსა და ადგილას პროდუქციის შეუფერხებლად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მიწოდება უფლებამოსილი პირისთვის;
  • ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომხმარებლისთვის ან უფლებამოსილი მესამე პირისთვის დაუზიანებლად გადაცემა;
  • პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სისუფთავის დაცვა, ჰიგიენური და სანიტარულ ნორმების შესაბამისობაში მოყვანა;
  • მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში, ტრანსპორტირების პროცესში მისი სათანადო პირობებში (ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) შენახვის უზრუნველყოფა;
  • ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის და საწვავის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
  • მომხმარებლებთან თავაზიანი და კორექტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
  • კომპანიის შინაგანაწესის, სამუშაო ტერიტორიაზე მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან გაცემული სხვა მიმდინარე პროფესიული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება;
  • მართვის მოწმობა: B, C კატეგორია (სასურველია);
  • ავტომობილის მართვის არანაკლებ 3 წლიანი აქტიური გამოცდილება;
  • სადისტრიბუციო სფეროში/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.