მაღაზიის უფროსი ასისტენტი
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის უფროსი ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში
შემოუერთდი გუნდს, რომელიც ქმნის უკეთეს სამუშაო გარემოს და ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რაც მნიშვნელოვანია - ყველაზე საჭირო და ხარისხიანი პროდუქტი საუკეთესო ფასად ყველა ოჯახისთვის, რადგან გვჯერა, რომ დაზოგვა ჭკვიანურია.
მაღაზიის უფროსი ასისტენტის დახმარებით კი ხარისხიანი პროდუქტი ყოველდღიურად ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლისთვის და მაღაზიის სამუშაო პროცესების გამართულობაც უზრუნველყოფილია.
ჩვენთან სამუშაო პროცესები და ფუნქციები დღეს კიდევ უფრო გასტანდარტებული, მკაფიო და მრავალფეროვანია, ანაზღაურება კი კიდევ უფრო გაზრდილი და სექტორში ყველაზე მაღალი.
ჩვენ გთავაზობთ:
✔ სექტორში ყველაზე მაღალ და სტაბილურ ანაზღაურებას - თვეში 1250 ლარი + ბონუსი
✔ კვირაში 2 დასვენების დღეს - რადგან დასვენება მნიშვნელოვანია
✔ მუშაობას ღამის ცვლების გარეშე - მხოლოდ დღის საათებში
✔სტანდარტიზებულ სამუშაო პროცესებს - მკაფიო სამუშაო პროცესები და მრავალფეროვანი ფუნქციები
✔ სტრუქტურირებულ სამუშაო დღეს - თითოეული დღე დაგეგმილი და ორგანიზებულია
✔ კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - უნივერსალური ფუნქციების მეშვეობით, მაღაზიის მენეჯერის მოვალეობის შესრულებით
შენგან ველით:
· პირველ რიგში, მსგავს როლზე მუშაობის გამოცდილებას;
· მონდომებასა და მუშაობის სურვილს;
· თავაზიანობასა და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას.
შემოგვიერთდი და იყავი ცვლილების ნაწილი - შექმენი სექტორის ახალი სტანდარტები ჩვენთან ერთად.