მაღაზიის მენეჯერი
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში
შემოუერთდი გუნდს, რომელიც ქმნის უკეთეს სამუშაო გარემოს და ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რაც მნიშვნელოვანია - ყველაზე საჭირო და ხარისხიანი პროდუქტი საუკეთესო ფასად ყველა ოჯახისთვის, რადგან გვჯერა, რომ დაზოგვა ჭკვიანურია.
მაღაზიის მენეჯერის ჩართულობით კი მიიღწევა კომპანიის სტრატეგიული მიზანი - ფასისა და ხარისხის საუკეთესო შესაბამისობა და ყოველდღიური, ყველაზე საჭირო პროდუქტების ხელმისაწვდომობა ყველა ოჯახისთვის, საუკეთესო ფასად.
ჩვენთან სამუშაო პროცესები და ფუნქციები გასტანდარტებული და მკაფიოა. მენეჯერმა კარგად იცის როგორ მიაღწიოს ინდივიდუალურ, გუნდურ თუ კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს და მიიღოს სექტორში ყველაზე მაღალი ანაზღაურება.
ჩვენ გთავაზობთ:
✔ სექტორში ყველაზე მაღალ და სტაბილურ ანაზღაურებას - თვეში 1700-1900 ლარი + ბონუსი
✔ კვირაში 2 დასვენების დღეს (შაბათი-კვირა) - რადგან დასვენება მნიშვნელოვანია
✔სტანდარტიზებულ სამუშაო პროცესებსა და პასუხისმგებლობას - მკაფიო და გამარტივებულ სამუშაო პროცესები, როგორც მენეჯერის, ისე მაღაზიის მთელი გუნდისთვის
✔ სტრუქტურირებულ სამუშაო დღეს - თითოეული დღე დაგეგმილი და ორგანიზებულია
✔ კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას
✔ საქართველოს FMCG სექტორში ყველაზე საინტერესო გამოცდილებას, რომელიც შეესაბამება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკებს
შენგან ველით:
· პირველ რიგში, სურვილს, შემოუერთდე ყველაზე წარმატებულ და პროგრესულ გუნდს;
· მსგავს როლზე მუშაობის გამოცდილებას;
· კომპანიის მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად მოქმედებას;
· თავაზიანობასა და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას - როგორც გუნდის წევრებთან, ისე მომხმარებლებთან;
· გუნდის ეფექტიან მართვას;
· პროდუქტიულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას.
შემოგვიერთდი და იყავი ცვლილების ნაწილი - შექმენი სექტორის ახალი სტანდარტები ჩვენთან ერთად.