მაღაზიის ასისტენტი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციისსახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში
შემოუერთდი გუნდს, რომელიც ქმნის უკეთეს სამუშაო გარემოს და ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რაც მნიშვნელოვანია - ყველაზე საჭირო და ხარისხიანი პროდუქტი საუკეთესო ფასად ყველა ოჯახისთვის, რადგან გვჯერა, რომ დაზოგვა ჭკვიანურია.
მაღაზიის ასისტენტის დახმარებით კი ხარისხიანი პროდუქტი ყოველდღიურად ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლისთვის.
ჩვენთან სამუშაო პროცესები და ფუნქციები დღეს კიდევ უფრო გასტანდარტებული, მკაფიო და მრავალფეროვანია, ანაზღაურება კი კიდევ უფრო გაზრდილი და სექტორში ყველაზე მაღალი.
ჩვენ გთავაზობთ:
✔ სექტორში ყველაზე მაღალ და სტაბილურ ანაზღაურებას - თვეში 1150 ლარი + ბონუსი
✔ კვირაში 2 დასვენების დღეს - რადგან დასვენება მნიშვნელოვანია
✔ მეტ არჩევანს სამუშაო გრაფიკში - მათ შორის, არასრული დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობას
✔ მუშაობას ღამის ცვლების გარეშე - მხოლოდ დღის საათებში
✔ სტანდარტიზებულ სამუშაო პროცესებს - მკაფიო სამუშაო პროცესები და მრავალფეროვანი ფუნქციები
✔ სტრუქტურირებულ სამუშაო დღეს - თითოეული დღე დაგეგმილი და ორგანიზებული
✔ კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - უნივერსალური ფუნქციების მეშვეობით
შენგან ველით:
· მხოლოდ მონდომებასა და მუშაობის სურვილს;
· თავაზიანობასა და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას.
შემოგვიერთდი და იყავი ცვლილების ნაწილი - შექმენი სექტორის ახალი სტანდარტები ჩვენთან ერთად.