კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ახალი კლიენტების მოძიება, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკება და საქმიანი ურთიერთობების გრძელვადიან პარტნიორობად გარდაქმნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
** კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** პროდუქციისა და თანამშრომლობის პირობების პრეზენტაცია;
** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმება;
** არსებული კლიენტების განვითარება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება;
** გაყიდვების პროცესის მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
** რეგულარული follow-up და გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ბაზარზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B, კორპორატიულ ან აქტიურ გაყიდვებში;
** მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობა;
** სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** გამართული კომუნიკაცია და საქმიანი ეთიკის დაცვა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1 300 ლარიდან, გამოცდილების შესაბამისად;
** გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ მიმზიდველ და მზარდ ბონუსს. წარმატებული გაყიდვის მენეჯერის მინიმალური ბონუსი - ხელფასის ტოლია.
** ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს;
** პროფესიულ სწავლებასა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას;
** რეალურ კარიერულ და ფინანსურ ზრდას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** საინტერესო პროდუქტებსა და მრავალფეროვან ბიზნესპროექტებზე მუშაობას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
თუ გიყვართ გაყიდვები, მოლაპარაკებები და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა,