გაყიდვების მენეჯერი - ღვინის ინდუსტრია
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელსაც აქვს გამოცდილება და მოტივაცია, რათა ხელი შეუწყოს კომპანიის ზრდას, გაყიდვების გაფართოებას და ახალი კლიენტების მოძიებას.
ძირითადი მოვალეობები:
** ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების განვითარება (HoReCa / Retail)
** პროდუქციის პრეზენტაცია, დეგუსტაციების ჩატარება და ბრენდის წარდგენა
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
** შეკვეთების მართვა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ანგარიშგება
** ბაზრის ტენდენციის მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი
** სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (უპირატესობა ღვინის ან FMCG სექტორში)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ინგლისური ენის ფლობა (ჩაითვლება უპირატესად)
** შედეგზე ორიენტირებულობა და ინიციატივა
** მართვის მოწმობისა და მანქანის ფლობა (აუცილებელია)
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 2000 ლარს + ბონუსს გაყიდვებზე
** პროფესიულ ზრდასა და ღვინის სფეროში სიღრმისეული გამოცდილების მიღებას
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
** რეალურ შესაძლებლობას მაღალი შემოსავლისთვის
** შესაძლებლობას იმუშაოთ ქართული ღვინის განვითარებაზე ადგილობრივ ბაზარზე
თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური და გინდა გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნე შენი CV.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა- / ტელეფონი- +995 599 51 17 03.