შოურუმის გაყიდვების მენეჯერი — ტრანსპორტერი

ტრანსპორტერი — ლოგო
ტრანსპორტერი

შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

₾1600 ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.


მოხარული ვართ გამოვაცხადოთ შოურუმის გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია.

ძირითადი პირობები:

  • მდებარეობა: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა
  • სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო კვირა (40 სთ)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1600 ლარი ხელზე ასაღები


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება, სასურველია პრემიუმ სეგმენტში, ავტო/მოტო ან ტექნიკის სფეროში
  • აუცილებელია ინგლისური ენის კარგ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე


ძირითადი მოვალეობები:

  • შოურუმში შემოსული კლიენტების კონსულტირება, პროდუქტების სრულყოფილი გაცნობა, შეთავაზება და გაყიდვა;
  • გაყიდვის პროცესის უზრუნველყოფა - კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, პროგრამაში გატარება, ანგარიშსწორება, კლიენტის სრულყოფილი ინფორმირება ტექნიკის გამოყენებაზე;
  • შოურუმის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, პროდუქციის განთავსების ოპტიმიზაცია;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი, კომპანიის მიმართ ლოიალობაზე და გაყიდვებზე ორიენტირებული ურთიერთობების მართვა.

 

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.


შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა

2. პირისპირ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან


ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ