გაყიდვების მენეჯერი
ვეძებთ მიზანდასახულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს სასტუმროებთან, რესტორნებთან, კაფეებსა და სხვა კვების ობიექტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და გაყიდვების განვითარებას.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა HoReCa სექტორში;
** არსებული კლიენტების ბაზის მართვა და განვითარება;
** კვების პროდუქტების შეთავაზება და რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა;
** კლიენტებთან რეგულარული ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვა;
** შეკვეთების მიღება და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ახალი პარტნიორების მოზიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** HoReCa მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** აქტიური, ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვებზე მიბმულ ბონუსს;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლობაზე და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV:
თუ გაქვთ გაყიდვების გამოცდილება, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გელოდებით ჩვენს გუნდში!