გაყიდვების მენეჯერი კორპორატიულ სექტორში
"Integra" არის მრავალპროფილური IT კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 11 წელზე მეტია კომპლექსურ IT პროექტებს ახორციელებს. ჩვენ ვაპროექტებთ, ვნერგავთ და ვემსახურებით ტექნოლოგიურ სისტემებს კორპორატიული კლიენტებისთვის.
ახლა ვაფართოებთ გაყიდვების გუნდს და ვეძებთ ენერგიულ ადამიანს, ვისაც კორპორატიულ გაყიდვებში განვითარება სურს. თქვენ გაყიდით გადაწყვეტილებებსა და აღჭურვილობას საქართველოს წამყვან კომპანიებს მსოფლიოს უმსხვილესი IT ბრენდების დახმარებით: Dell, Cisco, Fortinet, Lenovo, HPE და სხვა.
მოვალეობები:
კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება. მოლაპარაკებების და გარიგებების წარმართვა პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულებამდე. კომერციული წინადადებების მომზადება ჩვენს საინჟინრო გუნდთან ერთად. მონაწილეობა კერძო და სახელმწიფო ტენდერებში.
ვის ვეძებთ:
ადამიანს, რომელსაც გაყიდვების პრაქტიკული გამოცდილება აქვს, B2B გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. კარგი კომუნიკაციის უნარით. ინიციატივიანს, ენერგიულს, სწავლის სურვილით. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მწარმოებლებთან საკომუნიკაციოდ. IT სფეროს ღრმა ცოდნა აუცილებელი არ არის, პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს მუშაობის პროცესში ისწავლით.
რას მიიღებთ ჩვენთან
** მზა პლატფორმას. კომპანია 11 წელზე მეტია ბაზარზეა, გვაქვს აწყობილი პროცესები, პარტნიორობა მსოფლიო ბრენდებთან და კლიენტთა ბაზა, ამიტომ ნულიდან დაწყება არ მოგიწევთ.
** მუშაობას მსოფლიოს უძლიერეს IT ბრენდებთან: Dell, Cisco, Fortinet, Lenovo, HPE და სხვები. ისწავლით მათ პროდუქტებს პირდაპირ წყაროსგან და გაყიდით იმას, რასაც მთელი მსოფლიო ირჩევს.
** გაყიდვებში ცოდნის ასამაღლებლად, საჭიროებიდან გამომდინარე სერტიფიცირებების დაფინანსებას.
** კონფერენციებს, სემინარებსა და ღონისძიებებს, სადაც მონაწილეობას მიიღებთ, შეხვდებით ბრენდების წარმომადგენლებს და დარგის ლიდერებს, გაიფართოებთ საკომუნიკაციო წრეს.
** გაცნობას და უშუალო მუშაობას საქართველოს უმსხვილეს კორპორაციებთან, კორპორატიულ დონეზე.
** ტრენინგებს და სწავლას პრაქტიკაში: საქმიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ბიზნესის წარმოება.
** პროფესიულ და პირად ზრდას. ეს არის შესაძლებლობა, შეხვიდეთ კორპორატიულ გარემოში და მიიღოთ გამოცდილება, რომელიც დიდხანს დაგჭირდებათ.
** სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა.
პირობები:
ფიქსირებული ხელფასი და ბონუს სისტემის პირობებს გავდივართ კანდიდატებთან ინდივიდუალურად.
თუ გაინტერესებთ,