კიბერუსაფრთხოების ინჟინერი
"ნეო ქართული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კიბერუსაფრთხოების ინჟინრის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი: კომპანიის ინფრასტრუქტურაში არსებული კომპიუტერული სისტემების, სერვერების, ქსელისა და ციფრული სერვისების დაცვა კიბერთავდასხმების, მონაცემთა გაჟონვისა და არაავტორიზებული წვდომისგან, უსაფრთხოების კონტროლების დანერგვის, კონფიგურაციის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების არქიტექტურის მუდმივი გაუმჯობესების გზით
ძირითადი მოვალეობები:
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების კონტროლების დანერგვა, კონფიგურაცია, ექსპლუატაცია და მუდმივი გაუმჯობესება ინციდენტების პრევენციის მიზნით: WAF, DDoS Protection, DLP, PAM, EDR/XDR, Email Protection, Database Firewall, Vulnerability Management, SAST/SCA, Threat Intelligence, MDM, Password/Secrets Manager.
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მწარმოებლებთან კომუნიკაცია ტექნიკური მიმართულებით
- სერვერების, საბოლოო სადგურების, ქსელური მოწყობილობებისა და ღრუბლოვანი გარემოს უსაფრთხო კონფიგურაციის საბაზისო მოთხოვნების შემუშავება
- კომპანიაში არსებულ IT ინფრასტრუქტურის სერვერებისა და ქსელური მოწყობილობებზე მოწყვლადობების რეგულარული სკანირების ჩატარება და აღმოჩენილი სისუსტეების პრიორიტეტიზაცია
- ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ხელსაწყოების კონფიგურაცია და მონიტორინგი
- უსაფრთხოების კონტროლების სისტემებიდან ლოგების SIEM-ში მიწოდების უზრუნველყოფა
- კიბერუსაფრთხოების ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მყისიერი რეაგირების მოხდენა და პრევენციული ზომების მიღება
- ინციდენტის ძირეული მიზეზის ანალიზის (RCA - Root Cause Analysis) ჩატარებაში სრული ჩართულობა
- ინციდენტის განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭირო მაკორექტირებელი და პრევენციული ზომების მიღება
- ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენებზე/ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება დადგენილი სამოქმედო გეგმების (playbooks/runbooks) მიხედვით და საწყისი შემაკავებელი ქმედებების განხორციელება
- ახალი სისტემების, სერვისებისა და ინფრასტრუქტურული ცვლილებების დაგეგმვის ეტაპზე უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საჭირო ტექნიკური კონტროლების განსაზღვრა უსაფრთხო დიზაინის (security-by-design) პრინციპების გათვალისწინებით
- განმეორებადი ტექნიკური ამოცანების ავტომატიზაცია სკრიპტების გამოყენებით
- კიბერუსაფრთხოების ინციდენტების შესახებ შეტყობინებებისა და ანგარიშგების მომზადება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად
- დაკავშირებულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის შეზღუდვისა და დაზიანებული სისტემების დროულად აღდგენის უზრუნველსაყოფად
- სიმულაციური ტესტების/სავარჯიშოების შედგენაში მონაწილეობის მიღება
- ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ კომპანიის თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება
- ხელმძღვანელის ინფორმირება არსებული/გავრცელებული აქტუალური შეტევის მეთოდებზე და მოსალოდნელი საფრთხეების ტენდენციებზე, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენონ კომპანიაში არსებულ სისტემებს.
- შესრულებული სამუშაოების შესახებ სათანადო ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა
- სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლის გამოცდილება კიბერუსაფრთხოების ინჟინერიის ან უსაფრთხოებაზე ორიენტირებული IT-ინფრასტრუქტურის როლში
- უსაფრთხოების კონტროლების დანერგვისა და ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება
- კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების და მისი მწარმოებლების, პროტოკოლების, ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვის საფუძვლიანი ცოდნა.
- ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის პრაქტიკული ცოდნა (routing, switching, Windows, Linux, VMware, Active Directory) ისეთ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების კონტროლების სწორად დანერგვასა და კონფიგურაციას.
- სერვერების, ქსელური მოწყობილობებისა და საბოლოო სადგურების hardening-ისა და უსაფრთხო კონფიგურაციის ცოდნა (მაგ. CIS Benchmarks)
- სკრიპტების წერისა და ავტომატიზაციის ცოდნა
უნარები:
- საკითხის გამოკვლევისა და დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- კარგი საკომუნიკაციო უნარები;
- გუნდურად მუშაობის უნარი და თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა;
- გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სისწრაფე და ოპერატიულობა;
- ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი