სექციონერ-კონსულტანტი - ბათუმი — გუდვილი

გუდვილი — ლოგო
გუდვილი

სექციონერ-კონსულტანტი - ბათუმი

₾1200 ₾ ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge

კომპანია "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სექციონერ-კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს

ფუნქცია მოვალეობები:

  • სალარო ოპერაციების განხორციელება;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება/შევსება;
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ვადიანობის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: 40 საათი კვირაში;
  • ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1200ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა;
  • ლოკაცია: შერიფ ხიმშიაშვილის #61;
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
  • Fitpass ბარათს.