სოც. მედია მენეჯერი / კონტენტ კრეატორი — ფარმასი ჯორჯია

ფარმასი ჯორჯია — ლოგო
ფარმასი ჯორჯია

სოც. მედია მენეჯერი / კონტენტ კრეატორი

₾1500-1800 ₾ ახალი მცხეთა · ადგილზე სრული განაკვეთი

ვეძებთ სოც-მედია მენეჯერს და კონტენტ კრეატორს Farmasi Georgia-სთვის.

ჩვენი გუნდისთვის ვეძებთ ენერგიულ ადამიანს, რომელიც SMM მიმართულებასა და TikTok/Reels კონტენტის შექმნას ჩაიბარებს.

ფარმასი კოსმეტიკისა და თავის მოვლის წამყვანი ბრენდია, ამიტომ გვჭირდება კადრი, რომელიც კარგად გრძნობს სილამაზის ინდუსტრიის ტრენდებს, არის კომუნიკაბელური, პოზიტიური და აქვს ვიდეოებთან მუშაობის გამოცდილება.

რა იქნება შენი საქმე:

  • Facebook, Instagram და განსაკუთრებით TikTok გვერდების ყოველდღიური მართვა.
  • ტრენდული ვიდეოების (Reels/TikTok) მოფიქრება, ტელეფონით გადაღება და მონტაჟი (პროდუქციის რივიუები, მაკიაჟის ტესტები და გარდასახვები).
  • ბიზნეს-კონტენტის შექმნა: კომპანიის შიდა ცხოვრების, ჩვენი მასტერკლასებისა და ივენთების გაცოცხლება ვიდეოებში (ახალი პარტნიორების მოსაზიდად).
  • პოსტების ტექსტების წერა და გამომწერებთან ინტერაქცია.

რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი:

  • მობილურით ვიდეოს გადაღებისა და ტრენდული მონტაჟის (CapCut და ა.შ.) კარგი ცოდნა.
  • სოც-ქსელების ალგორითმების და მიმდინარე ტრენდების ცოდნა.
  • კამერასთან მუშაობის კომპლექსის არქონა (საჭიროების შემთხვევაში ვიდეოში გამოჩენა ან ხმის დადება).
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და ინიციატივა – არ ველოდებით, რომ საქმე ყოველდღე ვინმემ გიკარნახოს.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირა დასვენება), 10:00-დან 18:00-მდე, ნატახტარის სათაო ოფისში.
  • გასვლები: კონტენტის სპეციფიკიდან გამომდინარე (ივენთები, მასტერკლასები ან სპეციალური გადაღებები), სამუშაო საათებში თავისუფლად შესაძლებელია ქალაქში გასვლა.
  • ანაზღაურება: 1,500 - 1,800 ლარი ხელზე (გამოცდილებიდან გამომდინარე).
  • ბონუსი: დამატებითი ბონუსები ვიდეოების მაღალ ნახვებზე და სოც-ქსელებიდან წამოსულ ახალ რეგისტრაციებზე.