იურისტი
შპს “გლობალ დილერ”, რომელიც არის მობილური ტელეფონებისა და ტექნიკის იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- მოამზადოს და გააფორმოს ხელშეკრულებები;
- უზრუნველყოს საკანონმდებლო სიახლეების მოძიება, სამართლებრივი კონსულტაცია;
- განახორციელოს ნოტარიუსებთან, მთარგმნელობით ბიუროებთან ურთიერთობა და ა.შ.
- მოაწესრიგოს კომპანიის იურიდიული მხარე: შრომითი ურთიერთობის დოკუმენტები, იჯარის დოკუმენტები და სხვა კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტების იურიდიული მომზადება.
- დაიცვას კომპანიის ინტერესები სასამართლოებში, კონკურენციის სააგენტოში არბიტრაჟსა თუ სხვა.
- შემოსული სარჩელებისა და საჩივრების სამართლებრივი ანალიზი და ზოგ შემთხვევაში შესაგებლის მომზადება;
- სასამართლო დავებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მტკიცებულებების მომზადება;
- ზეპირი და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა ორგანიზაციის სტრუქტურული დანაყოფებისთვის;
- მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პერიოდული ანალიზი;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრი);
- ადვოკატის მოწმობა (სასურველი, მაგრამ არასავალდებულო);
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო ვაჭრობის ან/და ტექნიკის სფეროში);
ანაზღაურება: 1600-2100 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით)