ბარ-რესტორნის მენეჯერი- ჭაბუკიანი
ლუდსახარში აფენი ეძებს ბარ-რესტორნის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ლუდსახარშთან არსებულ ბარ-რესტორანს და ჩაერთვება მისი შემდგომი განვითარების პროცესში.
ბარ-რესტორანში იგეგმება ინტერიერის, მენიუსა და მომსახურების პროცესების განახლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც ექნება როგორც ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვის უნარი, ასევე განვითარების ხედვა და გუნდის ორგანიზების გამოცდილება.
სამუშაო ადგილი: სოფ. ჭაბუკიანი, ლაგოდეხის რ-ნი.
სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- ბარ-რესტორნის რეორგანიზაციისა და განვითარების გეგმაში მონაწილეობა
- ყოველდღიური ოპერაციების მართვა
- სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება
- პერსონალის მართვა, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება
- რესტორნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
- სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე მუშაობა
- საკვებისა და სასმლის მიმართულების ოპერაციული მართვა
- სისუფთავის, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების კონტროლი
- შეფ-მზარეულთან მენიუს შეთანხმება და მენიუს განახლების პროცესში მონაწილეობა
- საკვებისა და სასმლის მარაგების კონტროლი
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის მონიტორინგი
- საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
- გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი
- ძLერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები
- მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტების ცოდნა
- შრომის უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა
- დოკუმენტაციის წარმოების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი