ინფორმაციული უსაფრთხ. ინციდენტებზე რეაგირების სპეციალისტი — ნეო ქართული ჯგუფი

ნეო ქართული ჯგუფი

ინფორმაციული უსაფრთხ. ინციდენტებზე რეაგირების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ნეო ქართული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების სპეციალისტის თანამდებობაზე.

პოზიციის მიზანი:

ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების კომპლექსური ინციდენტების გამოძიება და მათზე რეაგირება, ინციდენტების აღმოჩენის შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესება და ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების მდგრადობის გაძლიერება

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ქსელში ჩართული სისტემებიდან ლოგების შეგროვებისა და მათი კორელაციის უზრუნველყოფა ცენტრალიზებული უსაფრთხოების ინფორმაციისა და მოვლენების მართვის სისტემაში (SIEM).
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსებისგან ესკალირებული უსაფრთხოების მოვლენებისა და ინციდენტების გამოძიება, მათი მასშტაბის, გავლენისა და კრიტიკულობის დონის დადგენა.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ტექნიკური პროცესების კოორდინაცია, სათანადო შეზღუდვის, აღმოფხვრისა და აღდგენის გეგმის შემუშავება და რეკომენდაციების გაცემა.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენების/ინციდენტების სიღრმისეული ანალიზი.
  • ინციდენტის ძირეული მიზეზის ანალიზის (RCA - Root Cause Analysis) ჩატარება, მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭირო მაკორექტირებელი და პრევენციული ზომების განსაზღვრა, რეკომენდაცია და დოკუმენტირება.
  • SIEM-ში ინციდენტებისა და საფრთხეების აღმოჩენის წესების შექმნა, მათი ეფექტიანობის რეგულარული შემოწმება სხვადასხვა ინციდენტისა და შეტევის სცენარის მოდელირებით, მუდმივი გაუმჯობესება და ცრუ დადებითი შედეგების შემცირება.
  • ინციდენტების, threat hunting-ისა და საფრთხის დაზვერვის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე დაყრდნობით, დეტექციისა და პრევენციის ახალი ან გაუმჯობესებული მექანიზმების დანერგვის მოთხოვნის ინიციირება.
  • ახალი შეტევის ტექნიკებისა და საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის მუდმივი კვლევა სხვადასხვა წყაროებიდან.
  • ინციდენტის შედეგად დაზიანებული სისტემების ციფრული ექსპერტიზა, კომპრომეტირების ინდიკატორებისა (IOC) და შეტევის ვექტორების იდენტიფიცირების მიზნით.
  • ჰიპოთეზებზე დაფუძნებული საფრთხეების აქტიური ძიება (threat hunting) შიდა მონაცემებზე, გარე საფრთხის სადაზვერვო წყაროებსა (Threat intelligence) და MITRE ATT&CK-ის ტექნიკებზე დაყრდნობით.
  • შეღწევადობის ტესტირების აქტივობების მონიტორინგი, განხორციელებული შეტევების აღმოჩენა და აღმოჩენის წესების გაუმჯობესება გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე.
  • ინციდენტის შემთხვევაში დისკისა და ოპერატიული მეხსიერების (RAM) image-ების აღება და დოკუმენტირება სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებით მტკიცებულებების მთლიანობის დაცვის მიზნით.
  • ციფრული მტკიცებულებების შეგროვება, შენარჩუნება და დოკუმენტირება საგამოძიებო ან სამართლებრივი პროცესების მხარდასაჭერად, "chain of custody" სტანდარტების დაცვით.
  • სისტემური არტეფაქტების ანალიზი, მათ შორის registry hives, event logs, prefetch files და browser history, მომხდარი აქტივობების რეკონსტრუქციის მიზნით.
  • მავნე პროგრამების (malware) საწყისი სტატიკური და დინამიკური ანალიზის ჩატარება იზოლირებულ sandbox გარემოში.
  • მავნე ფაილების ნიმუშებიდან კომპრომეტირების ინდიკატორების (IOC) ამოღება, მათ შორის file hash-ების, IP მისამართების, domain-ებისა და registry key-ების იდენტიფიცირება.
  • ინციდენტის დასრულების შემდეგ lessons learned განხილვაში მონაწილეობა და playbook-ების, რეაგირების პროცედურებისა და აღმოჩენის წესების გაუმჯობესება მიღებული გამოცდილების საფუძველზე.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსებისთვის მენტორობისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, მათ მიერ შესრულებული ანალიზისა და ესკალაციების ხარისხის მიმოხილვა, უკუკავშირის მიწოდება და ცოდნის გაზიარება.
  • სერვერების, ქსელური მოწყობილობებისა და საბოლოო სადგურების უსაფრთხო კონფიგურაციის საბაზისო მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
  • გამეორებადი აღმოჩენისა და რეაგირების პროცესების ავტომატიზაცია.
  • კიბერუსაფრთხოების ინციდენტების შესახებ შეტყობინებებისა და ანგარიშგების მომზადება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად.
  • დაკავშირებულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის შეზღუდვისა და დაზიანებული სისტემების დროულად აღდგენის უზრუნველსაყოფად.
  • ხელმძღვანელის ინფორმირება არსებული/გავრცელებული აქტუალური შეტევის მეთოდებზე და მოსალოდნელი საფრთხეების ტენდენციებზე, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიაში არსებულ სისტემებს.
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ სათანადო ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლის გამოცდილება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის მინიმუმ 2 წელი SOC-ში, უსაფრთხოების მონიტორინგის ან ინციდენტებზე რეაგირების როლში.
  • ქსელური პროტოკოლების, ოპერაციული სისტემების (Windows, Linux) და უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძვლიანი ცოდნა.
  • SIEM, EDR/XDR, Threat Intelligence პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის ლოგების ანალიზი, კორელაცია, ინციდენტების გამოძიება და აღმოჩენის წესების შექმნა/გაუმჯობესება.
  • კიბერუსაფრთხოების ინციდენტების ანალიზის, პრიორიტიზაციის, მასშტაბის განსაზღვრისა და რეაგირების რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება.
  • MITRE ATT&CK framework-ისა და Cyber Kill Chain მეთოდოლოგიის ცოდნა და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარი ინციდენტების ანალიზისა და საფრთხეების კლასიფიკაციისთვის.
  • threat hunting-ის პრაქტიკული გამოცდილება შიდა მონაცემებზე, საფრთხეების სადაზვერვო წყაროებსა და შეტევის ტექნიკებზე დაყრდნობით.
  • ციფრული ექსპერტიზის ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება.
  • მავნე ფაილების საწყისი სტატიკური და დინამიკური ანალიზის გამოცდილება.
  • სასურველია მავნე პროგრამების ანალიზის ან reverse engineering-ის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია კიბერუსაფრთხოების ხელსაწყოების საბაზისო დონეზე ცოდნა - WAF, DDOS Prevention, DLP, PAM, EDR/XDR, Vulnerability Manager, Database Firewall, Email Protection, SAST, SCA, Threat intelligence, MDM, Posture Management.
  • სკრიპტირების შექმნის უნარი განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაციის მიზნით.

უნარები:

  • საკითხის გამოკვლევისა და დეტალებზე ფოკუსირების უნარი.
  • პრობლემის გადაჭრის უნარი.
  • კარგი საკომუნიკაციო უნარები.
  • გუნდურად მუშაობის უნარი და თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა.
  • გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.
  • სისწრაფე და ოპერატიულობა.
  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი.