HR სპეციალისტი- ბათუმი — ვეიპ რუმი

ვეიპ რუმი — ლოგო
ვეიპ რუმი

HR სპეციალისტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "ვეიპ რუმი" აცხადებს ვაკანსიას HR-ის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთით
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** ვაკანსიების გამოცხადება, CV-ების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება; კანდიდატების შეფასება და შესაბამის ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია;
** თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების, შვებულებების, ბიულეტენების, გაცდენებისა და დაგვიანებების აღრიცხვა;
** თანამშრომლების მონაცემების შესაბამის ცხრილებსა და ბაზებში მონაცემების განახლება
** კომპანიის დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივაცია;
** ბრძანებების, შიდა დოკუმენტებისა და ოფიციალური წერილების დაჯგუფება და საქმისწარმოების მუდმივი მოწესრიგება;
** კომპანიის ელ.ფოსტის ყოველდღიური კონტროლი და შესაბამისი რეაგირება.
** შრომის ინსპექციისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ცხრილების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HR-ის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საქმისწარმოების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა
** საოფისო პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური სამუშაო გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** სასიამოვნო და მეგობრული გუნდი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ