დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი — თიბისი ფეი

თიბისი ფეი — ლოგო
თიბისი ფეი

დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის სპეციალისტის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი 15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი. სამუშაო მოვალეობები: ** დოკუმენტაციისთვის ელ. რეესტრის წარმოება; ** დოკუმენტაციის ფაილინგი (საბუთების ფიზიკურად შენახვა/ელექტრონული აღრიცხვა); ** ERP-ში ცვლილებების გატარება/ადმინისტრირება; ** სერვის დესკის დავალებების ვადების და სტატუსების მონიტორინგი და შესაბამისი კომუნიკაციის წარმოება გაყიდვების მენეჯერებთან დროული რეაგირებისთვის; ** საჭიროების შემთხვევაში რეპორტების მომზადება; ** კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების დაცვა; ** საქმიანობასთან დაკავშირებული დროული კომუნიკაცია სხვა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან; ** კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება; ცოდნა/გამოცდილება: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ERP-ში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა, განსაკუთრებით Excel კარგად ცოდნა (რეპორტების და ბაზების წარმოებისთვის); პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები: ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** დროის მართვა; ** დეტალებზე ორიენტირებული; სამუშაო პირობები სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი 10:00 - 19:00 ორშაბათი - ხუთშაბათი, 10:00 - 17:00 პარასკევი