ადმინისტრაციული ასისტენტი/ოფის-მენეჯერი — Ecovis Georgia

Ecovis Georgia — ლოგო
Ecovis Georgia

ადმინისტრაციული ასისტენტი/ოფის-მენეჯერი

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "ECOVIS Georgia" ადმინისტრაციის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის (ოფის-მენეჯერის) პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00
  • გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ. #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება-გადამისამართება.
  • კომპანიიდან გასაგზავნი და შემოსული კორესპონდენციის მომზადება, გაგზავნა, გადამისამართება.
  • კომპანიაში სტუმრის მიღება, გამასპინძლება, გასტუმრება.
  • შეხვედრების ოთახის მომზადება და სტუმრის მისაღებად მოწესრიგება.
  • თანამშრომლებისთვის რეპორტების დაბეჭდვა-აკინძვა, მომზადება.
  • კომპანიისთვის შეკვეთების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პროცესების დროული და სწორი მონიტორინგი-კონტროლი.
  • თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა.
  • ხელმძღვანელის მითითებით კანდიდატების გასაუბრებაზე/ტესტირებაზე დაბარება.
  • კომპანიის ტექნიკურ პერსონალთან გამართული და დროული კომუნიკაცია.
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულებების განხორციელება.
  • უშუალო ხელმძღვანელის პოზიციასთან დაკავშირებული მითითებების შესრულება რეპორტინგი ხელმძღვანელის წინაშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • მსგავსს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • დეტალებზე ორიენტირება.
  • ორგანიზებულობა.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს.
  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს.
  • სამედიცინო დაზღვევას.