საქმის წარმოების სპეციალისტი — ფსიქიკური ჯანმრთ. და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

ფსიქიკური ჯანმრთ. და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

საქმის წარმოების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას - საქმის წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ძირითადი მოვალეობები: ** შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და დოკუმენტბრუნვა; ** გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და დოკუმენტბრუნვა; ** დოკუმენტბრუნვის (საქმისწარმოების) პროგრამაში მუშაობა; ** საქმისწარმოების სამსახურში მიმდინარე დავალებების შესრულება. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მოტივირებულობა; ** შესასრულებელი სამუშაოს დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 17:30 საათამდე. მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ