მოლარე- მცხეთა
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: მცხეთა 15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი, ხოლო აქტიური სერვისების რაოდენობა 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი. სამუშაო მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი სალარო მომსახურება; ** გადასახდელი თანხების მიღება მომხმარებლისგან და არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში სწორი გატარებების წარმოება; ** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება; პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ყურადღებიანი და ორგანიზებული ** კეთილსინდისიერი ** კომუნიკაბელური ** დეტალებზე ორიენტირებული ჩვენ გთავაზობთ: ** უზრუნველყოფილი იქნება პროფესიონალური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლების უწყვეტ განვითარებას; ** სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომლები გაივლიან შესაბამის გადამზადებას, რაც მათ პროფესიული უნარებისა და პროდუქტების ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება; ** დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სხვადასხვა სახის ფინანსური და არაფინანსური ბენეფიტები, კომპანიაში მოქმედი სწავლებისა და განვითარების მრავალფეროვანი პროგრამები;