გადაადგილების ჯგუფის წევრი — თიბისი ფეი

თიბისი ფეი — ლოგო
თიბისი ფეი

გადაადგილების ჯგუფის წევრი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას გადაადგილების ჯგუფის წევრის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი 15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი. სამუშაო მოვალეობები: ** თვითმომსახურების ტერმინალების ქსელში გატანა, სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილება და დასაწყობება; ** ტერმინალის დადგმისთვის შერჩეული ლოკაციის / ზედაპირის შესაბამისობის დადგენა; ** თვითმომსახურების აპარატის დანიშნულების ადგილზე დამაგრება და ტერმინალების ქუდის მონტაჟი; ** მასზე მიბარებული გასაღების დაცვა, ყველა იმ ფაქტის პრევენცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მიბარებული ქონების მესამე პირზე გადაცემა; ** თვითმომსახურების ტერმინალების ლოკაციიდან მოხსნა და სადგამების დემონტაჟი; ** არსებული თვითმომსახურების ტერმინალების განსაზღვრულ ლოკაციაზე გამაგრება. ** საჭიროების შემთხვევაში, ტერმინალის ქუდის ჩანაცვლება. ** სატვირთო ავტომობილით თვითმომსახურების ტერმინალების უსაფრთხოდ გადაადგილება საქართველოს მასშტაბით; ** მარაგების ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით ** ტერმინალებისა და მარაგების გადაადგილება წინასწარ შედგენილი მარშრუტითა და დადგენილი ვადების გათვალისწინებით; ** მიბარებული ნაწილების პროგრამული აღრიცხვა; ** უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება მასზე მიბარებული გასაღების დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში; ** განსაკუთრებულ შემთხვევებში, არასამსახურეობრივ დროს სამუშაო ადგილზე გამოცხადება და სამუშაოს შესრულება; ** ტერმინალის გაუმართაობის შემთხვევაში, პრობლემის პასუხისმგებელ პირებთან ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების უზრუნველყოფა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი/საშუალო განათლება; ** მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა); პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები: ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** მოტივირებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღებიანი;