დაცვის სამსახურის ადმინისტრატორი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ვიწვევთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს დაცვის სამსახურის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტაციის, ჩანაწერებისა და არქივის წარმოება; ** შემომავალი და გამავალი წერილების ადმინისტრირება; ** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ანგარიშების, აქტებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება; ** დაცვის თანამშრომელთა გრაფიკების, ცვლებისა და დასწრების ადმინისტრირება; ** ვიზიტორების, კონტრაქტორებისა და სტუმრების რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია; ** უსაფრთხოების ინციდენტების რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** CCTV სისტემების მონიტორინგი და ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება; ** სკოლის/ორგანიზაციის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების კომუნიკაცია თანამშრომლებთან; ** საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება ადმინისტრირების, სამართლის, უსაფრთხოების მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებულ სფეროში; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** Microsoft Office პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) და Google Workspace-ის ცოდნა; ** სასურველია CCTV სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** დოკუმენტაციის მართვისა და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურად წარმართვის უნარი; ** ინფორმაციის კონფიდენციალურად დამუშავების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფი რეაგირების უნარი. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30 - 17:30; ** სამუშაო ადგილი: თბილისი. საბურთალო