შიდა უსაფრთხოების უფროსი, შიდა უსაფრთხოების სპეციალისტი
კომპანია სითი მენეჯმენტ გრუპი აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელ კომპლექს "სიმეტრია პარკი"-ში შიდა უსაფრთხოების უფროსის და შიდა უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ოქროყანა, თბილისი-კოჯრის ქუჩა, "სიმეტრია პარკი".
https://maps.app.goo.gl/pWeuWHQN62jRzqsZA
პოზიცია - შიდა უსაფრთხოების უფროსი
ანაზღაურება: 1300-დან 1500 ლარამდე გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-კვირა - 10:00 საათიდან 21:00 საათამდე. დასვენების დღე - სამშაბათი
მოვალეობები:
- შიდა უსაფრთხოების სპეციალისტების მოძიება საჭიროების შემთხვევაში.
- უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის სამუშაო აღწერის სწავლება და მონიტორინგი.
- მობინადრეთა საპარკინგე ბაზის წარმოება.
- სწორი პარკირების მონიტორინგი, კომპლექსის პერიოდული შემოწმებები.
- კომპლექსის ტერიტორიის და საერთო სივრცეების ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მართვა და კონტროლი, სამგზავრო ლიფტების უსაფრთხო ოპერირების მონიტორინგი.
- კომპლექსის ტერიტორიაზე წესრიგისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა და კომპლექსში საგანგებო სიტუაციების მართვა მენეჯერთან ერთად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველების უნარი.
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები, პრეზენტაბელურობა.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, ყურადღება დეტალების მიმართ.
- კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.
პოზიცია - შიდა უსაფრთხოების სპეციალისტი
ანაზღაურება: ერთი ცვლის - 80, 90 ან 100 ლარი გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-3 დღეს 24 საათი. 10:00-10:00 საათამდე.
მოვალეობები:
- უზრუნველყოფა, სწორი პარკირების მონიტორინგი, პერიოდული შემოვლები.
- საერთო მოხმარების სივრცეების ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მართვა და კონტროლი, სამგზავრო ლიფტების უსაფრთხო ოპერირების მონიტორინგი.
- შემოსული და გასული პირების, ტრანსპორტის აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში გადამოწმება; კომპლექსის ტერიტორიაზე უცხო პირის არ დაშვება. ჟურნალის მართვა შემთხვევების, ვიზიტორების, სატრანსპორტო მოძრაობისა და სხვა ფაქტების აღსანიშნავად.
- ტერიტორიაზე წესრიგისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა, კონფლიქტური სიტუაციების დროული, კორექტული გადაწყვეტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება
პიროვნული თვისებები:
- პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები, პრეზენტაბელურობა
- ცვლებში და ღამის საათებში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა, გუნდურობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა
ორივე პოზიციაზე აუცილებელი დოკუმენტაცია რომელიც იქნება წარსადგენი გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ:
- ცნობა ნასამართლობის შესახებ
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
- ცნობა ნარკოლოგიურიდან
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.