ადმინისტრაციული მენეჯერი
შპს "ახალი სახლი" არის მრავალპროფილური სამშენებლო-არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაარსდა პროფესიონალთა გუნდის მიერ. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში გარანტირებული ხარისხის საფუძველია. "ახალი სახლი" ბაზარზე გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, სადაც თანამედროვე არქიტექტურა და საერთაშორისო სტანდარტები ერთიანდება.
პოზიცია: ადმინისტრაციული მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ფუნქცია-მოვალეობები:
- ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- გუნდის შიდა კომუნიკაციის მართვა და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია
- სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირის ორგანიზება
- ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, სტუმრების დახვედრა და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება
- ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა
- ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ადმინისტრაციული მენეჯერის ან ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- დისციპლინა, კომუნიკაცია და პასუხისმგებლობა
- რუსული და ინგლისური ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- კომუნიკაბელური
- დეტალებზე ორიენტირებული
- ორგანიზებული
- ოპერატიული
- განვითარებაზე ორიენტირებული
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
- კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი