ჭურჭლის მრეცხავი- ახალციხე
ჯინო ველნეს რაბათი " (Gino Wellness Rabati) არის უნიკალური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ახალციხის ისტორიული ციხე-სიმაგრის, რაბათის კომპლექსში. სასტუმრო გამორჩეულია თავისი დახვეწილი დიზაინით, მაღალი კლასის სერვისითა და ველნეს-ცენტრით, რომელიც სტუმრებს სთავაზობს დასვენების განსაკუთრებულ გამოცდილებას. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია სტუმარმასპინძლობის უმაღლესი სტანდარტების დანერგვაზე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და თითოეული თანამშრომლის პროფესიულ ზრდაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ გახდნენ გამორჩეული გარემოსა და გუნდის ნაწილი. "ჯინო ველნეს რაბათი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ჭურჭლის მრეცხავი ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** სამუშაო ადგილი: ქ. ახალციხე , სასტუმრო "ჯინო ველნეს რაბათი" ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კვებისა და სასმელების განყოფილებაში გამოყენებული ჭურჭლის გასუფთავება, გადატანა, შენახვა; ** ჭურჭლის რეცხვა; ** სამზარეულოს ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; ** კომპანიაში შემუშავებული რეგულაციების დაცვა. საჭირო პიროვნული უნარები: ** სისწრაფე და ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: ** კვება ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).