ადრეული განვით. სპეციალისტი, თამაშით თერაპიის სპეციალისტი — მზიური მედი

მზიური მედი

ადრეული განვით. სპეციალისტი, თამაშით თერაპიის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Neuro-Kids/Mziuri-Med აცხადებს ვაკანსიებს ადრეული განვითარების სპეციალისტისა და თამაშით თერაპიის სპეციალისტის პოზიციებზე.

1) ადრეული განვითარების სპეციალისტი

თუ გსურთ იმუშაოთ მულტიდისციპლინურ გუნდში და ხელი შეუწყოთ 0-7 წლის ბავშვების განვითარების მხარდაჭერას, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები

  • ბავშვისა და ოჯახის პირველადი და განმეორებითი შეფასება;
  • ინდივიდუალური განვითარების გეგმის (IDP/IFSP) შედგენა და განახლება;
  • ინდივიდუალური განვითარების სესიების ჩატარება ბავშვის ბუნებრივ გარემოში (ცენტრი, სახლი ან ბაღი საჭიროების მიხედვით);
  • მშობლებისა და მომვლელების კონსულტირება და მათი აქტიური ჩართვა განვითარების პროცესში;
  • ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, სოციალურ-ემოციური და თვითმოვლის უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • პროგრესის დოკუმენტირება და მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა (ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა სპეციალისტები);
  • საჭიროების შემთხვევაში საბავშვო ბაღთან ან სკოლასთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება სპეციალურ განათლებაში, ფსიქოლოგიაში, ადრეული განვითარების მიმართულებით, ოკუპაციურ თერაპიაში ან მომიჯნავე სფეროში;
  • ადრეული განვითარების სპეციალისტის სერტიფიკატი, შესაბამისი ტრენინგის გავლის ფარგლებში
  • ადრეული განვითარების სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება
  • ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პროფესიული განვითარების მზაობა.

2) თამაშით თერაპიის სპეციალისტი (Play Therapy Specialist)

თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა, გჯერათ თამაშზე დაფუძნებული სწავლებისა და თერაპიის მნიშვნელობის და გსურთ იმუშაოთ მულტიდისციპლინურ გუნდში, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

სამუშაო გრაფიკი, შრომის ანაზღაურება და შემდგომი დეტალები განიხილება პირადად.

ძირითადი მოვალეობები:

  • ინდივიდუალური და მცირე ჯგუფური თამაშით თერაპიის სესიების დაგეგმვა და ჩატარება;
  • ბავშვის სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური, კოგნიტური და ქცევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • თამაშის საშუალებით რიგის დაცვის, გაზიარების, თანამშრომლობის, თვითრეგულაციის, ყურადღების კონცენტრაციისა და ემოციების მართვის უნარების განვითარება;
  • თერაპიული პროცესის სტრუქტურირება და უსაფრთხო, მხარდამჭერი გარემოს შექმნა;
  • ბავშვის პროგრესის შეფასება, დოკუმენტირება და ინდივიდუალური მიზნების მიხედვით ინტერვენციის დაგეგმვა;
  • მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია და რეკომენდაციების მიწოდება;
  • მულტიდისციპლინურ გუნდთან (ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ABA თერაპევტი და სხვა სპეციალისტები) თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ადრეული განვითარების, სპეციალური განათლების, ოკუპაციური თერაპიის ან სხვა მონათესავე სფეროში;
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Play Therapy, DIR/Floortime, Denver Early Start Model (ESDM) ტრენინგები და შესაბამისი სერტიფიკატი;
  • თამაშზე დაფუძნებული თერაპიული მიდგომების ცოდნა და ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • ჯგუფური მუშაობის, დაკვირვების, დოკუმენტირებისა და კომუნიკაციის უნარები

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ