ჯგუფის მენეჯერი - დასავლეთ საქართველო- ქუთაისი — ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი — ლოგო
ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

ჯგუფის მენეჯერი - დასავლეთ საქართველო- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.

კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის მენეჯერის (დასავლეთ საქართველო) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე;

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
  • საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას;
  • ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში ჩართულობის შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო წარმომადგენელთა გუნდის მართვა, გაყიდვების მიზნების გაცნობა, შედეგების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება;
  • გაყიდვების სტიმულირება, კონკურენტების და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვება და ინფორმაციის შეგროვება;
  • გეგმის შესრულების კონტროლი, შედეგების ანალიზი, სამუშაო პროცესების დაგეგმვა საუკეთესო შედეგების მიღწევის მიზნით;
  • პრობლემური სიტუაციების ანალიზი და შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა, გამოსწორების გზების ინიციირება;
  • ყოველდღიური რეპორტინგის გაცნობა, ანალიზი და უკუკავშირი;
  • გუნდის წევრების სამუშაო პროცესში ჩართულობის მეთვალყურეობა;
  • გუნდის მხარდაჭერა საქმიანობისთვის საჭირო უნარების გაძლიერებაში;
  • სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობების ინიციირება/დაგეგმვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • მართვის მოწმობის ფლობა

პიროვნული მახასიათებლები:

  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ინიციატივიანი;
  • პასუხისმგებლობიანი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ