ბუღალტრის დამხმარე — სამშენებლო კომპანია

სამშენებლო კომპანია

ბუღალტრის დამხმარე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრის დახმარება ყოველდღიურ საბუღალტრო ოპერაციებში;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება, დახარისხება და აღრიცხვა;
  • ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტების დამუშავება;
  • საბანკო ოპერაციებთან და გადარიცხვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
  • მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • საგადასახადო და საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
  • RS.ge-ს სისტემაში საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობაში დახმარება;
  • Balance საბუღალტრო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დოკუმენტების დამუშავება და აღრიცხვის წარმოებაში მონაწილეობა;
  • ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ბუღალტრული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • Balance საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია RS.ge-ს სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ