ქოლცენტრის ოპერატორი
ICS LTD — Federal Express Corporation-ის ლიცენზირებული წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ფორმატი: ონლაინ/დისტანციური
ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალ ზარებზე დროული და პროფესიონალური პასუხის გაცემა
- მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
- გზავნილებთან დაკავშირებული პირველადი ინფორმაციის მიწოდება შესაბამის სისტემაში გადამოწმების საფუძველზე
- მომხმარებლის მოთხოვნების მიღება, დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება
- მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული და სასიამოვნო მეტყველება
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
- ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ A2 (Elementary) დონე; B1 (Intermediate) დონე ჩაითვლება უპირატესობად.