ქოლცენტრის ოპერატორი/რესეფშენი
არამექს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის/რესეფშენის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N59
ანაზღაურება: 1500 ლარი
მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილების საძიებო მომსახურების გაწევა;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონო და Facebook არხებით, კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვით;
- მომხმარებლებთან ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციის წარმოება;
- მომხმარებლების დახვედრა და კოორდინირება საჭიროებისამებრ;
- მომხმარებლისთვის კომპანიის სერვისების გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook)
- სასურველია კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი.