ადმინისტრაციული და საოპერაციო ასისტენტი — მოდური აქსესუარების კომპანია

მოდური აქსესუარების კომპანია

ადმინისტრაციული და საოპერაციო ასისტენტი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
ადმინისტრაციული და საოპერაციო ასისტენტი (დისტანციური)

კომპანიის საქმიანობა: მოდური აქსესუარების საცალო გაყიდვები
უშუალო ხელმძღვანელი: კომპანიის დამფუძნებელი
სამუშაო ფორმატი: კვირაში 5 დღე, 30 საათი კვირაში; დისტანციური სამუშაო და თბილისში არსებულ 3 სავაჭრო ობიექტზე საჭიროებისამებრ ვიზიტები.

პოზიციის მიზანი:

კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია, მიმდინარე საკითხების მოგვარება, დავალებების დროულად შესრულება და დამფუძნებლის ადმინისტრაციული დატვირთვის შემცირება.
ძირითადი პასუხისმგებლობები

1. ადმინისტრაციული საქმიანობა:

** ფორმების, განაცხადების, წერილებისა და დოკუმენტების მომზადება და შევსება.
** ადმინისტრაციული კორესპონდენციის მიღება და დამუშავება, დროული რეაგირება

2. სავაჭრო ობიექტების საოპერაციო მხარდაჭერა:

** ობიექტებიდან შემოსული მიმდინარე საკითხების მიღება და მოგვარების ორგანიზება.
** ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის პირებთან კომუნიკაცია.
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტები.
** საოპერაციო პრობლემების სტატუსისა და მოგვარების ვადების კონტროლი.

3. ბრენდული და ვიზუალური მასალების ადმინისტრირება:

** ლოგოების, ფოტოების, პროდუქციის აღწერებისა და სხვა ფაილების ორგანიზება.
** სავაჭრო ცენტრებისთვის და პარტნიორებისთვის საჭირო მასალების მიწოდება.
** მარტივი ვიზუალური მასალების მომზადება ან კორექტირება, არსებული უნარების ფარგლებში.

4. მარკეტფლეისების ადმინისტრირება:

** პროდუქციის ბარათების შექმნა და განახლება.
** ფოტოების, აღწერებისა და მახასიათებლების ატვირთვა.
** პროდუქციის ინფორმაციის სიზუსტისა და სრულყოფილების შემოწმება.
** კატალოგის განახლების პროცესის კოორდინაცია.

5. დავალებებისა და ინფორმაციის მართვა:

** მიმდინარე დავალებების ერთიან სისტემაში აღრიცხვა.
** პრიორიტეტებისა და შესრულების ვადების კონტროლი.
** საჭირო ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება.
** ხელმძღვანელისთვის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების მოკლე ანგარიშის მომზადება.

აუცილებელი კომპეტენციები:

** საქმიანი კომუნიკაციის უნარი.
** Excel-ის პრაქტიკული ცოდნა.
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე.
** ციფრული ინსტრუმენტების სწრაფად ათვისების უნარი.
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება.
** დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრისა და რამდენიმე დავალების მართვის უნარი.

სასურველი კომპეტენციები (არასავალდებულო):

** ადმინისტრაციულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საერთაშორისო პროექტში/ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
** მარკეტფლეისებთან მუშაობის გამოცდილება.
** Canva-ს ან მსგავსი ვიზუალური ინსტრუმენტების ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200-1600 ლარი. ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების და დამატებითი კომპეტენციების მიხედვით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ