საოფისე ასისტენტი — MG - ART FEST

MG - ART FEST

საოფისე ასისტენტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"MG - ART FEST", საერთაშორისო ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას საოფისე ასისტენტის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ფესტივალებისა და საერთაშორისო გასტროლებისთვის საჭირო საოფისე, დოკუმენტურ და მოსამზადებელ სამუშაოებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ფესტივალებისა და კონკურსებისთვის დიპლომების მომზადება და დაბეჭდვა;
** ღონისძიების ბილეთების დაბეჭდვა, დაჭრა და დანომვრა;
** მედლებსა და თასებზე შესაბამისი სტიკერებისა და წარწერების განთავსება;
** თასების, მედლებისა და დიპლომების დახარისხება, რაოდენობების გადამოწმება და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ პაკეტებში ჩალაგება;
** ოფიციალური მიმართვების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება, დაბეჭდვა და ელექტრონულად გაგზავნა;
** საერთაშორისო გასტროლებისა და ფესტივალებისთვის მონაწილეთა სიების მომზადება, დამუშავება და დაბეჭდვა;
** მონაწილეებისთვის სამოგზაურო დაზღვევის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
** ყოველდღიური საოფისე და საორგანიზაციო პროცესების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel) კარგი ცოდნა;
** პრინტერთან და სხვა საოფისე ტექნიკასთან მუშაობის უნარი;
** დოკუმენტაციის მოწესრიგებულად და ყურადღებით დამუშავების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ტაშკენტის ქუჩა N.18;
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: 1000 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

სათაურის ველში მიუთითეთ: საოფისე ასისტენტი