დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი — ბიდი ჰოლდინგი

ბიდი ჰოლდინგი — ლოგო
ბიდი ჰოლდინგი

დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"ბიდი ჰოლდინგი" 2004 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და აერთიანებს რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიას, რომლებიც ახორციელებენ საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის პროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმისა და ნაყინის იმპორტსა და რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით. ჰოლდინგი 50-მდე საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი და დისტრიბუტორია საქართველოში.

"ბიდი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის (ლოჯისტიკა და ანალიტიკა) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. ჯაბიძის ქ. 8;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 08:30-დან 17:00-მდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოველდღიურ საქმიანობაში ასისტირება;
** შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა: მომწოდებლების ონლაინ პორტალებზე შეკვეთების დროული განთავსება და მათი დადასტურების კონტროლი;
** საერთაშორისო და ადგილობრივ მომწოდებლებთან კომუნიკაცია შეკვეთების მზადყოფნის, ვადებისა და ლოჯისტიკური პროცესების სამართავად;
** ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვასა და კოორდინირებაში მონაწილეობა;
** სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებთან ურთიერთობა, გადაზიდვების კოორდინაცია;
** გზაში მყოფი ტვირთების ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი;
** ტვირთების დაზღვევის პროცესის ორგანიზება და სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ლოჯისტიკურ და შესყიდვების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება და ბაზებში შეტანა;
** მარტივი ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მომწოდებლებთან, პორტალებზე მუშაობისა და გადამზიდავებთან საქმიანი კომუნიკაციისთვის);
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით შეკვეთების განთავსებისას);
** ორგანიზებულობა, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ);
** სტაბილური სამუშაო გარემო;
** კარიერულ განვითარებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,