სკოლის მენეჯერის ასისტენტი — 303 Hz

303 Hz

სკოლის მენეჯერის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ჩაერთვება "303 Hz"-ის ყოველდღიურ საქმიანობაში და დაეხმარება სკოლის მენეჯერს სასწავლო პროცესების კოორდინაციასა და მართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალ და არსებულ სტუდენტებთან კომუნიკაცია და მათი სასწავლო ჯგუფებში განაწილება;
** სასწავლო განრიგის შედგენა სტუდენტებთან და მენტორებთან შეთანხმებით;
** სასწავლო განრიგის კონტროლი, დასწრებისა და გაცდენების აღრიცხვა;
** სტუდენტებისა და მენტორებისთვის საკომუნიკაციო არხების შექმნა და მართვა;
** სასწავლო პროცესის ორგანიზება და დისციპლინის კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტინგი და გუნდური შეხვედრების ორგანიზება;
** სკოლის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ საორგანიზაციო საკითხებში.

მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ამოცანების დროულად შესრულების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
** პრობლემების გადაჭრისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Google Workspace) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მუსიკალური განათლებისა და ელექტრონული მუსიკის სფეროს მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად.