უზრუნველყოფის ჯგუფის დამლაგებელი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის დამლაგებელი
დაქვემდებარება:
- უშუალო ხელმძღვანელი: უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
- პირდაპირი ხელმძღვანელი: განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
- კადეტთა სამხედრო სკოლის შენობა-ნაგებობების დალაგება;
- უფლებამოსილების ფარგლებში საყოფაცხოვრებო, სასწავლო და სპორტული გარემოს სანიტარული მდგომარეობის შესაბამის კონდიციაზე შენარჩუნება;
- სამუშაოს შესრულებისას დაიცვას უსაფრთხოების ზომები;
- სისტემატიურად ჩაატაროს საპირფარეშოების სადეზინფექციო სამუშაოები;
- უზრუნველყოს მასზე განპიროვნებული ტერიტორიის სისუფთავე;
- მორიგეობა განახორციელოს განყოფილების უფროსის მიერ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით;
- ანგარიშვალდებულია განყოფილების უფროსის წინაშე;
- უზრუნველყოფს განყოფილების უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები
- უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის - ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
მოთხოვნები:
განათლება
ხარისხი (სავალდებულო)
- არასრული საშუალო
ხარისხი (სასურველი)
- საშუალო
- საშუალო-პროფესიული შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან დიპლომი
გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო
ცოდნა:
- სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
- ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების ექსპლუატაციის და გამოყენების წესების ცოდნა
კომპეტენციები:
- კომუნიკაცია
უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- გამართულად წერის და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა)
სხვა უნარები:
- უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო
- კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)
ანაზღაურება: 1128 ლარი