სანიტარული მომსახურების თანამშრომელი/მუშა-დამხმარე — ჰასი

ჰასი

სანიტარული მომსახურების თანამშრომელი/მუშა-დამხმარე

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
ბიოტუალეტებისა და სხვა ინვენტარის გაქირავების კომპანია "ჰასი საქართველო" ეძებს პასუხისმგებლობიან და შრომისმოყვარე თანამშრომელს ბიოტუალეტების მომსახურებისა და სხვადასხვა ინვენტარის ტრანსპორტირება-განთავსების სამუშაოების შესასრულებლად.

პოზიცია — სანიტარული მომსახურების თანამშრომელი (მუშა-დამხმარე)

ძირითადი მოვალეობები

** ბიოტუალეტების დატვირთვა, გადმოტვირთვა და განთავსება ობიექტებზე;
** ბიოტუალეტების რეცხვა, დასუფთავება და დეზინფექცია;
** მძღოლ-ოპერატორის დახმარება ბიოტუალეტების სერვისის პროცესში;
** ბიოტუალეტების წყლით, სანიტარული სითხითა და ჰიგიენური საშუალებებით შევსება;
** კომპანიის სხვა ინვენტარის დატვირთვა, გადმოტვირთვა, განთავსება და ალაგება;
** ბიოტუალეტებისა და სხვა ინვენტარის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალური შემოწმება;
** საწყობის ტერიტორიის მოწესრიგება და სამუშაო ინვენტარის მოვლა;
** უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინა;

ჩვენ გთავაზობთ

** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
** ანაზღაურებას — 1 800 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო გრაფიკს — კვირაში 6 დღე, 90:00-18:00;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მრავალფეროვან და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 124 334 ან 595 050 021, ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: .

წერილის სათაურში მიუთითეთ: "სანიტარული მომსახურების თანამშრომელი".