უნილევერი/სელპაკის ბრენდის მერჩენდაიზერი
Momentum Georgia აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ვაკანტური ადგილი: 1
დასაფარი უბანი: ვაკის აგროჰაბი - კარფური (ყოველდღე) - 1100 ₾
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 ან 10:00 - 19:00 (არჩევითია)
ანაზღაურებას + ულიმიტო სამგზავრო ბარათი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის შეკვეთის პროცესის მართვა და ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია;
- პროდუქციის მარაგებისა და ასორტიმენტის კონტროლი;
- პროდუქციის თაროებზე განთავსება პლანოგრამების შესაბამისად;
- ფასების, სარეკლამო და სააქციო მასალების დროული განახლება;
- პროდუქციის ვიზუალური სტანდარტებისა და დამატებითი განთავსებების უზრუნველყოფა.
სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში გამოცდილების ქონა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პასუხისმგებლობა, მოტივაცია და განვითარებისთვის მზადყოფნა.